ფეხბურთი | „კაირატიდან“ წასულ გიორგი ზარიას ისევ ყაზახური კლუბები იწვევენ #1TVSPORT
ალმატის „კაირატიდან“ წასული გიორგი ზარიას დამატებით რამდენიმე ყაზახური კლუბი დაინტერესდა, – ინფორმაციას ყაზახური ვებგვერდი Vesti ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „კაირატის“ ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და გუნდს დატოვებს. ჩემპიონთა ლიგაზე „ოლიმპიაკოსთან“ გამართული შეხვედრა ზარიასთვის ალმატის გუნდში ბოლო აღმოჩნდა.
წყაროს მტკიცებით, მხარეებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ გაუმართავთ – ხელშეკრულება დეკემბრის ბოლოს ამოიწურა. ამავე ინფორმაციით, ზარიას მიმართ ინტერესს ყაზახეთის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი იჩენს.
გიორგი ზარიამ 2025 წელს 18 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ასევე 2 გოლი გაიტანა ყაზახეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, 28 წლის ნახევარმცველის საბაზრო ღირებულება 900 ათას ევროს შეადგენს.