ფეხბურთი | ჯაბა კანკავამ ოპერაცია გაიკეთა – ფეხბურთელი „დინამო თბილისს“ ზაფხულში დაუბრუნდება #1TVSPORT

17:20, 26.03.2026

ჯაბა კანკავამ მუხლზე სასახსრე ხრტილის ოპერაცია წარმატებით გაიკეთა. გამოცდილი ფეხბურთელი მოედანზე ზაფხულში დაბრუნდება – ინფორმაციას „დინამო თბილისის“ პრესსამსახურისგან ავრცელებს.

40 წლის კანკავამ „დინამოში“ კარიერა 2003 წელს დაიწყო, მერე არაერთ კლუბში ითამაშა – ვლადიკავკაზის „ალანიაში“, კიევის „არსენალში“, დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“, კრივოი როგისკრივბასში“, ფრანგულ „რეიმსსა“ და „ვალანსიენში“, ყაზახურ „ტობოლში“, 2025 წელს კი ბრატისლავისსლოვანიდან“ „დინამო თბილისში“ დაბრუნდა.

ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი