ფეხბურთი | „იუვენტუსი“ ახლოს არის ჟან-ფილიპ მატეტას ტრანსფერთან #1TVSPORT
ფეხბურთი | „იუვენტუსი“ ახლოს არის ჟან-ფილიპ მატეტას ტრანსფერთან #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსი“ სერიოზულად არის განწყობილი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე „კრისტალ პალასიდან“ ფორვარდ ჟან-ფილიპ მატეტას შესაძენად.

იტალიურმა კლუბმა პარასკევს ფრანგი ფეხბურთელის გარემოცვასთან მოლაპარაკებები გამართა პირადი კონტრაქტის პირობებზე. წერენ, რომ ეს მოლაპარაკებები პოზიტიური იყო.

„იუვენტუსი“ მზად არის, იჯარით აიყვანოს მატეტა და ზაფხულში სავალდებულო წესით გამოისყიდოს მისი კონტრაქტი. ამასთან, ფრანგი ფორვარდით პრემიერლიგის სხვა კლუბები არიან დაინტერესებულნი. ამის შესახებ წერს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ამ სეზონში პრემიერლიგის 21 მატჩში მატეტას ანგარიშზე რვა გოლი მოდის.