ფეხბურთი | იური ტაბატაძის შემდეგ, შესაძლოა, „კადიზმა“ ლუკა ლაცაბიძეც დაიმატოს #1TVSPORT
იური ტაბატაძის შემდეგ, შესაძლოა, „კადიზმა“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი – ლუკა ლაცაბიძე დაიმატოს, – ინფორმაციას რუდი გალეტი ავრცელებს.
სპორტული ჟურნალისტი, რომელიც სატრანსფერო „ბაზრის“ ექსპერტად ითვლება და TEAMtalk-ისა და Tribalfootball-ის პარტნიორია, წერს, რომ ლუკა ლაცაბიძემ ლა ლიგა 2-ის კლუბის ყურადღება მიიპყრო და „კადიზი“ მზად არის, 21 წლის ცენტრალური მცველი სეზონის ბოლომდე იჯარით მიიწვიოს.
„ექსკლუზივი – „კადიზმა“ სეზონის ბოლომდე დონეცკის „შახტარიდან“ ლუკა ლაცაბიძის იჯარით დამატება ითხოვა. თუ კლუბები შეთანხმდებიან, მოსალოდნელია, რომ ქართველი ცენტრალური მცველი, რომელიც ამჟამად „დინამო თბილისში“ იჯარით თამაშობს, ესპანეთში გადასვლამდე უკრაინულ გუნდში დაბრუნდება. მოლაპარაკებები გრძელდება“, – წერს რუდი გალეტი.