ფეხბურთი | იური ტაბატაძეს მადრიდში ოპერაცია ჩაუტარდა #1TVSPORT
ფეხბურთი | იური ტაბატაძეს მადრიდში ოპერაცია ჩაუტარდა #1TVSPORT

„კადიზის“ თავდამსხმელს, იური ტაბატაძეს მადრიდში ოპერაცია ჩაუტარდა. ფეხბურთელს მარჯვენა მუხლზე წინა ჯვარედინი მყესი და მენისკი დაუმუშავეს, – ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.

ქართველი ფორვარდი რეაბილიტაციის პროცესს უახლოეს პერიოდში შეუდგება და მიმდინარე სეზონში მოედანზე დაბრუნებას ვეღარ შეძლებს.

ტაბატაძემ ტრავმა ლა ლიგა 2-ის 22-ე ტურში, „ალბასეტესთან“ შეხვედრაში მიიღო. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

თავად „კადიზი“ ჩემპიონატში 34 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს და პლეი ოფის ზონას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.