ფეხბურთი | იური ტაბატაძემ მორიგი გოლი გაიტანა და „კადიზს“ ქულა მოუტანა #1TVSPORT
ფეხბურთი | იური ტაბატაძემ მორიგი გოლი გაიტანა და „კადიზს“ ქულა მოუტანა #1TVSPORT

იური ტაბატაძემ ახალი წელი გოლით დაიწყო და „კადიზს“ სტუმრად ერთ-ერთ ლიდერთან, „დეპორტივო ლა კორუნიასთან“ მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა – 2:2.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-20 ტურის გასვლით შეხვედრაში პირველი ტაიმი უხვგოლიანი გამოდგა. „დეპორტივო ლა კორუნია“ მე-7 წუთზე მეიამ დააწინაურა. მართალია, მორენომ 22-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, თუმცა მალევე, 25-ე წუთზე, ვილიარესმა მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა.

იური ტაბატაძე სტუმართა შემადგენლობაში 79-ე წუთზე გამოჩნდა, 86-ე წუთზე კი თამაში საკუთარ თავზე აიღო და გოლის გატანა მოახერხა.

ლა ლიგა 2-ში გამართული 20 ტურის შემდეგ „კადიზმა“ 31 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. იური ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა.