ფეხბურთი | იური ტაბატაძემ ისევ გაიტანა - „კადისმა“ „ხიხონი“ დაამარცხა #1TVSPORT
ფეხბურთი | იური ტაბატაძემ ისევ გაიტანა - „კადისმა“ „ხიხონი“ დაამარცხა #1TVSPORT

იური ტაბატაძემ მორიგი გოლი გაიტანა „კადისში“, რომელმაც ლა ლიგა 2-ში „ხიხონს“ უმასპინძლა და 3:2 გაიმარჯვა.

21-ე ტურის დაპირისპირებაში „კადისი“ მე-11 წუთზე ალვარო პასკუალიმ დააწინაურა, ხოლო 53-ე წუთზე მასპინძლების უპირატესობა ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ბრაიან ოკამპომ გაზარდა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშე მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და თავი ისევ გამოიჩინა – მან 72-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა და სტუმართა კარი მესამედ აიღო. ბოლო წუთზე კი ყვითელი ბარათიც მიიღო.

ხიხონმა“ ბოლო წუთებზე თამაშში ინტრიგა დატოვა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 82-ე წუთზე ჯონათან დუბასტინიმ პენალტით სხვაობა შეამცირა, ხოლო გასპარ კამპოსმა (90+3) მასპინძლების კარი მეორედ აიღო, მაგრამ სტუმრებმა თამაში ვერ გადაარჩინეს.

კადისმა“ 21 ტურის შემდეგ 34 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა (ლა ლიგის პლეი ოფის ზონაში). იური ტაბატაძემ თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა, 17 ტურში მის ანგარიშზე 6 გოლია.

გიორგი გულიაშვილის ახალი გუნდი, სანტანდერისრასინგი“ ტურის მატჩს 10 იანვარს შინ ერთ-ერთ აუტსადერსარაგოსასთან“ ჩაატარებს, ხოლო ლუკა გაგნიძის „გრანადა“ 11-ში ასევე საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ ლიდერს, „კასტელონს“ მიიღებს.