ფეხბურთი | იური ტაბატაძემ ესპანეთში მეოთხე გოლი გაიტანა და „კადისს“ მოაგებინა #1TVSPORT
ფეხბურთი | იური ტაბატაძემ ესპანეთში მეოთხე გოლი გაიტანა და „კადისს“ მოაგებინა #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მეცხრე ტურის მატჩი ჩაატარა „კადისმა“, რომელმაც „უესკა“ 1:0 დაამარცხა – გამარჯვების გოლი იური ტაბატაძემ 70-ე წუთზე გაიტანა.

ტაბატაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა თავდამსხმელმა ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება 7.8 ქულა დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ამ მოგებით „კადისმა“ ლა ლიგა 2-ში 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.