ფეხბურთი | იური ტაბატაძე - ტრავმის გამო რვა თვე ვერ ვითამაშებ #1TVSPORT
ფეხბურთი | იური ტაბატაძე - ტრავმის გამო რვა თვე ვერ ვითამაშებ #1TVSPORT

ესპანური „კადისისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იური ტაბატაძე 18 იანვარს, ლა ლიგა 2-ში „ალბასეტესთან“ მატჩში დაშავდა, 26 წლის ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა.

„ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ტრავმის გამო ვერ ვთამაშობ. სამწუხაროდ, „ალბასეტესთან“ მიღებული დაზიანება მძიმე გამოდგა, ექიმების თქმით, ამ ტრავმის მკურნალობას 9-დან 12 თვემდე სჭირდება, მითხრეს, რომ კიდევ რვა თვე ვერ ვითამაშებ.

ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გავდივარ და თავს უკეთესად ვგრძნობ. დიდი დრო მიცდება, მაგრამ ესეც ფეხბურთის ნაწილია და ამასთან შეგუება მომიწევს. ვცდილობ, მალე გამოვჯანმრთელდე და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა იური ტაბატაძემ.

თბილისის „იბერიიდან“ „კადისში“ გადასულმა ტაბატაძემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო და 16 შეხვედრაში 6 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო, მაგრამ შემდეგ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.