საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იური ტაბატაძე სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს – ინფორმაციას „კადისის“ პრესსამსახური ავრცელებს.
ქართველი ლეგიონერი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 22-ე ტურში „ალბასეტესთან“ მატშჩი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, მაგრამ 70-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.
„იური ტაბატაძეს „ალბასეტესთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. მას მარჯვენა მუხლზე წინა ჯვარედინი მყესებისა და მენისკის დაზიანება აქვს და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება. ამის გამო ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს“, – წერია „კადისის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში „კადისის“ შემადგენლობაში ლა ლიგა 2-ში 18 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.