ფეხბურთი | იური ტაბატაძე - მიხარია, რომ „კადისს“ ქულის მოპოვებაში დავეხმარე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა #1TVSPORT
ესპანური „კადისის“ თავდამსხმელმა, იური ტაბატაძემ გასვლაზე „დეპორტივო ლა კორუნიასთან“ ფრედ, 2:2 დასრულებული მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ბოლო გოლი მან გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა.
„გოლი ყველა შეხვედრაში მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ გუნდს ქულის მოპოვებაში დავეხმარე. ამით კმაყოფილი ვარ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გამარჯვებაა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ მომავალში, როცა მეტოქეს გავუტან, ეს ჩვენს გუნდს სამი ქულის მოპოვებაშიც დაეხმარება.
ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რადგან „დეპორტივო“ სატურნირო ცხრილში ახლოსაა. ლა კორუნიაში განსაკუთრებული ატმოსფეროა და აქ ქულების მოპოვება ყოველთვის რთულია. გულშემატკივრები ფანტასტიკურები იყვნენ – ისინი 90 წუთის განმავლობაში მხარს უჭერდნენ საკუთარ გუნდს, რაც თამაშს კიდევ უფრო გვირთულებდა.
ძალიან მძიმე შეხვედრა გამოვიდა, საბოლოოდ ქულა მოვიპოვეთ, თუმცა არც გაგვიმართლა – გამარჯვების შანსები გვქონდა, მაგრამ ორივე გოლი ბავშვური შეცდომების შედეგად გავუშვით და იმედგაცრუებულები დავრჩით. მიუხედავად ამისა, დარწმუნებულები ვართ, მომდევნო მატჩებში უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ“, – განაცხადა იური ტაბატაძემ.