ფეხბურთი | იურგენ კლოპმა კოლეგებს რჩევა მისცა #1TVSPORT

07:34, 11.01.2026

იურგენ კლოპი უკვე წელიწადნახევარია მწვრთნელად აღარ მუშაობს. 2025 წლის იანვარში გერმანელი კომპანია „რედ ბულში“ საფეხბურთო მიმართულების ხელმძღვანელი გახდა, მაგრამ არ ივიწყებს რჩევების მიცემას მოქმედი სპეციალისტებისთვის. ვიდეოში კლოპმა ახსნა, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მოთამაშეებთან.

„ეს სწორედ ის მხარდაჭერაა, რომელიც სინამდვილეში სჭირდებათ სპორტსმენებს: იყავით მათ გვერდით. დიახ, ეს ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ.

ბევრი წლის წინ, ჩემმა ერთ-ერთმა ფორვარდმა ბურთი დაკარგა და ჩვენ გოლი გავუშვით. მან თავი ჩაქინდრა და სრულიად დაცლილი იყო. მე ის გვერდით ხაზთან მოვიყვანე, გადავეხვიე და ვუთხარი: „მთელს ჩემს ძალას გაძლევ, რადგან ახლა მე ეს არ მჭირდება. აიღე და ისევ გადი მოედანზე“. ის დაბრუნდა და სამი გოლი გაიტანა. საუკეთესო მაგალითი – ეს ის არის, რაც თავად გსურთ.

ასეთი მხარდაჭერა სხვასაც დაეხმარება – ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ. აუხსნათ თითოეული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგან, ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ. დაე, ფეხბურთელებმა ითამაშონ. აი, ამისკენ უნდა ესწრაფოდეთ. ყველაფერი, რაც უკვე ითქვა, ერთიანად მოქმედებს და რჩება მხოლოდ ის, რომ ითამაშონ. ეს საუკეთესო სიტუაციაა, რაც შეიძლება არსებობდეს.

არ იყვიროთ ანგარიში. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის არის ტაბლო და ისინი ხედავენ მას. მაგრამ ისეთი ჟესტებით, როგორიცაა „კონცენტრირდი“ ან „გააგრძელე, გააგრძელე“, თქვენ ბევრის გაკეთება შეგიძლიათ.

არ იყოთ კონცენტრირებული მხოლოდ შედეგზე. კონცენტრირებული იყავით ძალისხმევაზე. თუ თქვენ ბოლომდე იძლევით ყველაფერს, ამის შესახებ ყველამ იცის. თქვენ მთლიანად დაიხარჯეთ, თქვენ გამოფიტული ხართ, მაგრამ თავს შესანიშნავად გრძნობთ. და როცა აბსოლუტურად მთლიანად იხარჯებით, ყველაფერი სულ სხვანაირი ხდება.

თამაშის შემდეგ ნუ იქნებით ანალიტიკოსი, იყავით მხარდამჭერი. ერთიც მნიშვნელოვანია და მეორეც. მაგრამ, როცა თქვენი მოთამაშე ჯერ ისევ ძალიან გადატვირთული და დაღლილია, თქვენ კი მას დეტალებით ესხმით თავს – არა, არა, არა. მას დრო უნდა მისცეთ, რათა გაიაზროს. თუ რაღაც ისე კარგად არ იყო, თქვენ შეგიძლიათ უთხრათ ამის შესახებ, მაგრამ არა ასეთ სტილში – „შენ არც ისე კარგი იყავი“, რადგან ჩვენ ყველანი არასაკმარისად კარგები ვიყავით. ამაში დიდი განსხვავებაა! სპორტსმენებს აუცილებლად უნდა ჰყავდეთ ვიღაც, ვინც აიძულებს მათ სჯეროდეთ“, – განაცხადა კლოპმა.

მსგავსი