ფეხბურთი | იურგენ კლოპი სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას არ აპირებს #1TVSPOR

18:01, 19.01.2026

ფეხბურთის გერმანელი სპეციალისტის, იურგენ კლოპის განცხადებით, სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას არ აპირებს.

„ვაცნობიერებ, რომ ფეხბურთის გუნდის გაწვრთნა შემიძლია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ საქმეში სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვიყო ჩართული. მინდოდა, სხვა მიმართულებაც მეცადა. „რედ ბულმა“ მომცა შანსი, მეპოვა ახალი როლი, რომელიც ეტაპობრივად, ერთად ჩამოვაყალიბეთ. ახლა იქ ვარ, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და სხვაგან გადასვლა არ მინდა.

ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, ბევრ საქმიან შეხვედრას დავესწარი და ისეთი ტერმინებიც ვისწავლე, რომლებიც აქამდე არ ვიცოდი. ეს პერიოდი ნამდვილად საინტერესო იყო – ერთ წელიწადში იმდენი გამოცდილება მივიღე, თითქოს ხუთი წლის გზა გავიარე“, – აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.

იურგენ კლოპს სპორტული მედია ბოლო დროს აქტიურად უკავშირებდა მადრიდის „რეალს“.

მსგავსი