ფეხბურთი | იურგენ კლოპი „რეალისა“ და გერმანიის ნაკრების ჩაბარების შესახებ ინფორმაციას უარყოფს #1TVSPORT
„ლივერპულის“ ყოფილმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გერმანიის ეროვნულ გუნდსა და მადრიდის „რეალთან“ შესაძლო კავშირი უარყო.
კლოპის თქმით, ესპანურ კლუბთან და გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები არ გაუმართავს.
„ამ დროისთვის გერმანიის ნაკრების გაწვრთნაზე არ ვფიქრობ, თუმცა მომავალში რა მოხდება, ამის პროგნოზირება რთულია. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი გეგმა არ მაქვს“, – განაცხადა კლოპმა.
იურგენ კლოპმა „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 2024 წლის მაისში დატოვა. ინგლისურ გუნდს ის 2015 წლიდან ავარჯიშებდა და მერსისაიდელებს რვა ტიტულის მოგებაში დაეხმარა.