ფეხბურთი | იტალიის სერია B-ში კვერნაძის „ფროზინონემ“ „პალერმოსთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

00:32, 11.04.2026

ფროზინონემ“, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს, იტალიის სერია B-ში „პალერმოს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – 1:1.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს.

მატჩი დაძაბული გამოდგა, პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. 75-ე წუთზე „ფროზინონეს“ შეტევა ჯაკომო კალოს მიერ გატანილი ბურთით დასრულდა, მაგრამ მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს – 89-ე წუთზე რანოკიამ ანგარიში გაათანაბრა.

34 ტურის შემდეგ „ფროზინონემ“ 69 ქულით მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება „ვენეციას“, რომელსაც ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს. კვერნაძის გუნდი სერია A-ში დაწინაურებას რეალურ შანსს ინარჩუნებს.

მსგავსი