ფეხბურთი | ირაკლი იეგოიანმა ნიდერლანდების ჩემპიონატში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
ფეხბურთი | ირაკლი იეგოიანმა ნიდერლანდების ჩემპიონატში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის, ირაკლი იეგოიანის გუნდი „ექსელსიორი“ „ჰერაკლესს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.

იეგოიანი „ექსელსიორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 90 წუთი გაატარა და საგოლე გადაცემა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრისთვის ეს მეორე საგოლე გადაცემა იყო, მის ანგარიშზე ასევე არის ერთი გატანილი გოლი.

იეგოიანის შეხების შემდეგ შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე ნაუჯოკმა გახსნა, ხოლო „ჰერაკლესის“ მხრიდან მატჩში გოლები მეორე ტაიმში ოულდ ჩიხმა და კულენოვიჩმა გაიტანეს.

12 ტურის შემდეგ „ექსელსიორს“ 10 ქულა აქვს და გერმანიის ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.