ფეხბურთი | ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების ჩემპიონატში „ზვოლეს“ გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა #1TVSPORT
ფეხბურთი | ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების ჩემპიონატში „ზვოლეს“ გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა #1TVSPORT

ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების ერედივიზიონში „ზვოლეს“ გაუტანა და „ექსელსიორის“ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა – 2:1.

ჩემპიონატის მე-17 ტურის საშინაო შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი „ექსელსიორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

78-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა „ზვოლეს“ მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. თავად კი 7.9 ქულით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

17 ტურის შემდეგ „ექსელსიორს“ 19 ქულა დაუგროვდა – იმდენივე, რამდენიც „ზვოლეს“, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით „ექსელსიორი“ მე-11 პოზიციაზეა. ეგოიანს მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.