ფეხბურთი | ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ რიგებში შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ „მაინცთან“ ფრეს დასჯერდა #1TVSPORT
ფეხბურთი | ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ რიგებში შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ „მაინცთან“ ფრეს დასჯერდა #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრის, ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორი“ ნიდერლანდების ჩემპიონატის 24-ე ტურში სტუმრად „სიტარდს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

ეგოიანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, აქტიური იყო და ანალიტიკური გვერდებისგან 6.8 შეფასება დაიმსახურა.

ამ ეტაპზე „ექსელსიორი“ ნიდერლანდების უმაღლეს დივიზიონში მოპოვებული 26 ქულით მე-13 ადგილზეა.

გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ ბუნდესლიგის მატჩში „მაინცს“ ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში ქულა მოიპოვა – 1:1. საქართველოს ნაკრების წევრი მოედანზე 88-ე წუთზე გავიდა.

23 ტურის შემდეგ „ჰამბურგი“ 26 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე რჩება და ერთი გადადებული მატჩი მარაგში აქვს.