ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარიდან“ დაანონსებული წასვლის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების მცველმა სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება კვლავ უკრაინულ კლუბთან ერთად დაიწყო.
„შახტარი“ სეზონის მეორე ნახევრისთვის თურქეთის საკურორტო ქალაქ ანთალიაში გაემგზავრა – გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არდა თურანმა იმ მოთამაშეთა შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც გუნდთან ერთად ემზადებიან.
დონეცკის „შახტარი“ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. ამჟამად გუნდი უკრაინის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა (35 ქულა), მას შოთა ნონიკაშვილის „ჩერკასი“ (35) დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის.
ამავე დროს, „შახტარისთვის“ ევროსეზონიც გრძელდება – გუნდი კონფერენს ლიგის მერვედფინალში გავიდა. აზაროვმა გუნდის დატოვების სურვილი ნოემბერში გამოხატა, მაგრამ ჯერ მის ტრანსფერზე სიახლეები არ არის.