ფეხბურთი | ირაკლი აზაროვმა დონეცკის „შახტარს“ აცნობა, რომ გუნდის შეცვლა სურს #1TVSPORT
ფეხბურთი | ირაკლი აზაროვმა დონეცკის „შახტარს“ აცნობა, რომ გუნდის შეცვლა სურს #1TVSPORT

ირაკლი აზაროვმა დონეცკის „შახტარის“ დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა. საქართველოს ნაკრების მცველი კარიერულ ცვლილებებს გეგმავს, – ინფორმაციას sport.ua ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არ არის გამორიცხული, უკრაინული კლუბი მცველს უკვე ზამთარში შეელიოს. ირაკლი აზაროვი თავისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა. „შახტარი“ უკვე მუშაობს ახალი გუნდის მოძიებაზე 23 წლის ფეხბურთელისთვის.

აზაროვმა მიმდინარე სეზონში „შახტარის“ მაისურით 13 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. შეზღუდული სათამაშო დროის ფონზე, Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონიდან 3 მილიონ ევრომდე შემცირდა.