ფეხბურთი | იოზეპ ბლატერი გულშემატკივრებს ურჩევს, არ წავიდნენ აშშ-ში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
ფეხბურთი | იოზეპ ბლატერი გულშემატკივრებს ურჩევს, არ წავიდნენ აშშ-ში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT

მარკ პიტის ინტერვიუს გავეცანი, სადაც ის ხაზს უსვამდა, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიზანმიმართული ჩამოშორება, იმიგრაციის სამსახურის მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სხვა მოვლენები, რასაც დღეს შეერთებულ შტატებში ვხედავთ, სტაბილურ გარემოსა და გულშემატკივართა უსაფრთხო გადაადგილებას საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ ფიფა-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, შვეიცარიელმა იოზეპ ბლატერმა განაცხადა.

ბლატერის თქმით, ყველას ურჩევს, თავის შეიკავოს 2026 წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრებისგან.

„რამდენიმე დღის წინ იურისტისა და სისხლის სამართლის პროფესორის, მარკ პიტის ინტერვიუს გავეცანი, სადაც ხაზს უსვამდა, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიზანმიმართული ჩამოშორება, იმიგრაციის სამსახურის მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სხვა მოვლენები, რასაც დღეს შეერთებულ შტატებში ვხედავთ, სტაბილურ გარემოსა და გულშემატკივართა უსაფრთხო გადაადგილებას საფრთხეს უქმნის. სწორედ ამ მიზეზით ყველას ვურჩევ, თავი შეიკავოს იქ გამგზავრებისგან და მატჩებს ტელევიზორით უყუროს.

ვინც ამ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს და მაინც ჩავა, უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლების მითითებების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, სამშობლოში დააბრუნონ, და ეს ყველაზე მსუბუქი შედეგი იქნება“, – აღნიშნა ბლატერმა.

მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 11 ივნისს დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება. მუნდიალს სამი ქვეყანა უმასპინძლებს – აშშ, კანადა და მექსიკა.