ფეხბურთი | ინგლისური „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანზე ვარჯიში განაახლა #1TVSPORT
ინგლისური „უოტფორდის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ გუნდის ქართველი შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ „შეფილდ იუნაიტედთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ამ ეტაპზე პრობლემა არ არსებობს, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე ვარჯიშობს. თავიდან ის ანტიგრავიტაციულ სარბენ ბილიკზე იტვირთებოდა, შემდეგ კი მოედანზე დაბრუნდა. იგი თითის მოტეხილობის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს“, – აღნიშნა გარსიამ.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშეს ტრავმის გამო 5 აპრილის შემდეგ არ უთამაშია. გიორგი ჩაკვეტაძემ სამი სანაკრებო შეკრება გამოტოვა.
რაც შეეხება „უოტფროდს“, გუნდი ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში 11 ტურის შემდეგ მე-12 ადგილზეა. ხავი გრასია თანამდებობაზე ახლახან დაინიშნა, მანამდე ამ პოსტს პაულო პეცოლანო იკავებდა.