ფეხბურთი ინგლისში 1-ელ მაისამდე არ განახლდება
ფეხბურთი ინგლისში 1-ელ მაისამდე არ განახლდება

ინგლისის საფეხბურთო ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოთამაშეებისა და გულშემატკივრების ჯანმრთელობა თამაშზე მნიშვნელოვანია, ამიტომაც არ იჩქარებს მატჩების განახლებას.

„ყველა შიდა ტურნირის ორგანიზატორს კარგად ესმის, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით და ვფიქრობთ მათზე, ვინც კორონავირუსით დაზარალდა”, – წერია განცხადებაში.

„ჩვენ ერთად ვეძებთ 2019-20 წლების სეზონის განახლების გზებს და ვუზრუნველყობთ იმას, რომ ყველა შიდა და ევროპული მატჩები ჩატარდეს, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება”.

„ჩვენ ერთად მოვილაპარაკეთ, რომ პროფესიული ფეხბურთი ინგლისში 1-ელ მაისამდე არ განახლდება”.

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად, ევროპული ქვეყნების ჩემპიონატები აპრილის დასაწყისამდე იყო გადადებული.