ფეხბურთი | ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი გვარდიოლა გახდა, ფეხბურთელი – სემენიო #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგამ თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელად „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა დაასახელა, ფეხბურთელად ამავე გუნდის თავდამსხმელი – ანტუან სემენიო.
გვარდიოლას ხელმძღვანელობით თებერვალში „მანჩესტერ სიტიმ“ სამი თამაში მოიგო და ერთხელ ფრედ ითამაშა. 2021 წლის დეკემბრის შემდეგ ესპანელი სპეციალისტი თვის საუკეთესო მწვრთნელად პირველად დაასახელეს, ხოლო კარიერაში ეს ტიტული მე-12-ედ მოიგო, რაც ყველა დროის მესამე საუკეთესო შედეგია.
რაც შეეხება „სიტის“ განელ თავდამსხმელს, სემენიო გუნდს იანვარში შეუერთდა, ხოლო თებერვალში ჩატარებულ ხუთ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ის მესამე განელია ისტორიაში, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
ამ მომენტისთვის „მანჩესტერ სიტის“ ინგლისის პრემიერლიგაში 60 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ 7 ქულით ჩამორჩება.