ფეხბურთი | ილია ბერიაშვილი - მახარებს საქართველოს ნაკრებში გამოძახება, ნდობა ყველას სჭირდება #1TVSPORT
ფეხბურთი | ილია ბერიაშვილი - მახარებს საქართველოს ნაკრებში გამოძახება, ნდობა ყველას სჭირდება #1TVSPORT

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდში მიწვევდნენ, მაგრამ „მტკ ბუდაპეშტმა“ არ გამიშვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულმა უნგრული გუნდის ცენტრალურმა მცველმა, ილია ბერიაშვილმა განაცხადა.

ბუდაპეშტის „მტკ“-ს ცენტრალურ მცველს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, ეროვნულ გუნდში თამაშზე კი, დიდი ხანია, ოცნებობდა.

„ახლა საქართველოში გლოვაა – ილია მეორემ დაგვტოვა და ამ ყველაფრის შემდეგ ჩემს კარიერულ სიხარულზე ემოციებით საუბარი მიჭირს. ის ყველა ჩვენგანის სულიერი მამა იყო.

ნაკრებში მიწვევა იმ მიზნის ასრულებაა, რომლისთვისაც თითოეული ფეხბურთელი ყოველდღე შრომობს და ვარჯიშობს. „მტკ“-ში სათამაშო პრაქტიკა და ნდობა ნამდვილად არ მაკლია. იმედია, ვითამაშებ და ნაკრების დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ. ვერავინ იტყვის, ბერიაშვილმა არ მოინდომა, ძალები დაზოგა და ნახევარი ძალით ითამაშაო.

მიწვევები ნამდვილად მქონდა. „მტკ“-მ ზამთარში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში არ გამიშვა. რამდენიმე სხვა გუნდიც მიწვევდა, მაგრამ კლუბმა შეთავაზებული წინადადებები საკმარისად არ ჩათვალა და „მტკ“-ში დავრჩი. შუა სეზონში გუნდის შეცვლა თავადაც არ მინდოდა. იმედია, ორივე მხარისთვის სასურველი ვარიანტი ზაფხულში გამოჩნდება“, – აცხადებს ბერიაშვილი.

საქართველოს ნაკრები 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 მარტს ლიეტუვას კაუნასში შეხვდება.