ფეხბურთი | იეგოიანმა ნიდერლანდებში „მაკრატელა“ გაიტანა - „ექსელსიორმა“ „ბრედა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ირაკლი იეგოიანმა ნიდერლანდების ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და „ექსელსიორს“ აუტსაიდერ „ბრედასთან“ გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა – 2:0.
ერედივიზიონის 22-ე ტურის შეხვედრაში „ბრედა“ მე-12 წუთზე კაცნაკლული დარჩა, რითიც სტუმრებმა სწრაფად ისარგებლეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.
იეგოიანმა თავი 31-ე წუთზე ეფექტური გოლით გამოიჩინა – მან ფლანგური გადაცემა ე.წ. მაკრატელა დარტყმით დააგვირგვინა.
22 ტურის შემდეგ „ექსელსიორს“ 22 ქულა აქვს. იეგოიანმა მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა, ამას გარდა, მის ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაა.