ფეხბურთი | „იბერიის“ მწვრთნელი -  მეტია საჭირო, რათა ეროვნულ ლიგაში წამყვანი ფეხბურთელები შევინარჩუნოთ #1TVSPORT
ფეხბურთი | „იბერიის“ მწვრთნელი - მეტია საჭირო, რათა ეროვნულ ლიგაში წამყვანი ფეხბურთელები შევინარჩუნოთ #1TVSPORT

„იბერია“ ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალი სეზონისთვის გუნდის წამყვანი ფეხბურთელები შეინარჩუნოს, – ამის შესახებ საქართველოს ჩემპიონი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, გუგა ნერგაძემ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა.

ნერგაძის თქმით, კლუბი მაქსიმალურ ძალისხმევას გაიღებს, თუმცა გადამწყვეტი ფაქტორი თავად ფეხბურთელების სურვილიც იქნება. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, გუნდმა ეტაპობრივად გაძლიერება შეძლოს.

„კლუბის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ ფეხბურთელების გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. გვინდა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გავძლიერდეთ და გუნდის თავიდან აშენება აღარ დაგვჭირდეს. ამ საკითხში ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.

წლების განმავლობაში ეროვნული ლიგა არაერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ დაეტოვა – ისევ ფინანსურ საკითხთან მივდივართ, რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ლიდერების შესანარჩუნებლად მეტი რესურსია საჭირო, რადგან ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე, მათი აქ დატოვება საკმაოდ რთულია“, – აღნიშნა გუგა ნერგაძემ.