ფეხბურთი | „იბერიამ“ ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა და ჩემპიონობას მიუახლოვდა #1TVSPORT

16:04, 21.11.2025

თბილისის „იბერიამ“ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრა ფოთში „კოლხეთთან“ გამართა, 1:0 მოიგო და ზედიზედ მეორე ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ გურამ გოშთელიანმა გაიტანა.

33 ტურის შემდეგ „იბერიამ“ 71 ქულა დააგროვა და კონკურენტ გორის „დილას“ (68) გადაასწრო, რომელიც დღეს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება. „კოლხეთი“ (22) კი სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ბოლო, მე-10 ადგილზეა.

მსგავსი