ფეხბურთი | „იბერიამ“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი მოგებით დაიწყო #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა – ჩემპიონმა „იბერიამ“ ვიცე-ჩემპიონ გორის „დილას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
პირველი ტურის მატჩების გადადების გამო ორივე გუნდმა სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა. „იბერიამ“ ანგარიში 63-ე წუთზე გახსნა – ნიკოლოზ დადიანის წაქცევისთვის „დილას“ კარში დანიშნული პენალტი გუნდის კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ გამოიყენა.
„იბერიამ“ ტრადიცია არ დაარღვია და ეროვნულ ლიგაში მეცხრე სეზონიც მოგებით დაიწყო.
მეორე ტურის დარჩენილი შეხვედრები 7 და 8 მარტს გაიმართება:
7 მარტი, შაბათი
თბილისი, „მიხეილ მესხი 2“
18:00 | „სპაერი“ – “დინამო თბ“
თბილისი, „დავით პეტრიაშვილი – არენა“.
19:00 | „რუსთავი“ – „ტორპედო“
ბათუმი | „ბათუმი არენა“
20:00 | „დინამო“ (ბთ) – „გაგრა“
8 მარტი, კვირა
წყალტუბო, „26 მაისი“
15:00 | „მეშახტე“ – „სამგურალი“