ფეხბურთი | „იბერიამ“ ჩეხეთიდან თავდამსხმელი ზვიად ნაჭყებია დაიმატა #1TVSPORT
ზვიად ნაჭყებია, რომელიც 2024 წლიდან ჩეხური „ზლინის“ ღირსებას იცავდა, საქართველოს ჩემპიონ „იბერიაში“ ითამაშებს.
ნაჭყებიამ ჩეხურ „ზლინში“ 57 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. 26 წლის ფლანგის შემტევი საქართველოში „ვიტ ჯორჯიასა“ და „სამტრედიაში“ თამაშობდა.
„იბერია“ დატოვეს დერეკ აგიაკვამ, გიზი მამაგეიშვილმა, სანდრო ალთუნაშვილმა, ლუკა სილაგაძემ და ირაკლი სიხარულიძემ. კლუბმა კი დაიმატა 16 წლის ტალანტი ანდრია ბართიშვილი და გამოცდილი თავდამსხმელი პაატა ღუდუშაური.
საქართველოს ჩემპიონი ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად თურქეთში გაემგზავრა, სადაც ერთთვიან შეკრებას გაივლის და ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს.