ფეხბურთი | „იბერია“ თურქეთში მოემზადება – საქართველოს ჩემპიონი კიევის „დინამოსთან“ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT

13:25, 18.01.2026

თბილისის „იბერია“ უცხოურ შეკრებას თურქეთში გამართავს, სადაც ამხანაგური შეხვედრებიც დაიგეგმა.

საქართველოს ჩემპიონი თურქეთში 19 იანვარს გაემგზავრება და შეკრებას ერთი თვის განმავლობაში გაივლის – მოსამზადებელ პერიოდში გუნდი ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

საქართველოს ჩემპიონი სლოვაკურ, უკრაინულ და მოლდოვურ გუნდებს დაუპირისპირდება. „იბერიის“ მეტოქეები უკრაინის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი კიევის „დინამო“ და მოლდოვის ჩემპიონატის ლიდერი „პეტროკუბი“ იქნებიან, რომელსაც ქართველი სპეციალისტი შოთა მახარაძე ავარჯიშებს.

30 იანვარი

„იბერია“ – „რუჟემბეროკი“ (სლოვაკეთი)

2 თებერვალი

„იბერია“ – „ვერესი“ (უკრაინა)

9 თებერვალი

„იბერია“ – „დინამო“ (უკრაინა)

12 თებერვალი

„იბერია“ – „პეტროკუბი“ (მოლდოვა)

მეხუთე ამხანაგური მატჩი 17 თებერვალს გაიმართება, მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი