ფეხბურთი | ჰარი კეინი და ერლინგ ჰალანდი „ოქროს ბუცის“ რეიტინგს ლიდერობენ #1TVSPORT

12:00, 23.12.2025

2025-26 წლების საკლუბო სეზონის მორიგი სათამაშო უქმეების შემდეგ, „ოქროს ბუცისთვის“ რბოლას „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდები ჰარი კეინი და ერლინგ ჰალანდი ლიდერობენ. მათ 19-19 გოლი აქვთ გატანილი და რეიტინგში 38 ქულა ერიცხებათ. ამ დუეტს ორი ქულით ჩამორჩება „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე, რომელსაც ლა ლიგაში 18 გოლი დაუგროვდა.

„ოქროს ბუცი” 2025-26

  1. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 38 (19×2.0)
  2. 1. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 38 (190)
  3. 3. კილიან მბაპე (რეალი) – 36 (180)
  4. აიასე უედა (ფეიენოორდი) – 27 (18×1.5)
  5. ფრანკულინო ჯუ (მიდტიულანდი) – 24 (16 x1.5)
  6. ალექსანდარ კატაი (ცრ. ზვეზდა) – 22.5 (15 x1.5)
  7. ფერან ტორესი (ბარსელონა) – 22 (11×2.0)
  8. მეისონ გრინვუდი (მარსელი) – 22 (11×2.0)
  9. იგორ ტიაგო (ბრენტფორდი) – 22 (11×2.0)
  10. ვანგელის პავლიდისი (ბენფიკა) – 19.5 (13 x1.5)
  11. ტომაშ ბობჩეკი (ლეჩია) – 19.5 (13 x1.5)
  12. დან ბიტონი (ჰაპოელი ბ-შ) – 19.5 (13 x1.5)

“ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (1.0, 1.5, 2.0). უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.

მსგავსი