ფეხბურთი | გვარდიოლას წასვლის შემთხვევაში „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება #1TVSPORT

11:01, 24.02.2026

თუ მომავალ ზაფხულს ხოსეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, გუნდის დამრიგებლად ენცო მარესკას დანიშნავენ, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, იტალიელი სპეციალისტის კანდიდატურას თავად გვარდიოლა უჭერს მხარს – მან კლუბის მესვეურებს აცნობა, რომ მარესკა სრულად შეესაბამება „სიტის“ ფილოსოფიას და დაკისრებულ საქმეს თავს გაართმევს.

აღსანიშნავია, რომ მარესკას „სიტიში“ მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს – ის გვარდიოლას ასისტენტი იყო, მოგვიანებით კი საქმიანობა „ლესტერსა“ და „ჩელსიში“ გააგრძელა.

იტალიელმა სპეციალისტმა ლონდონური კლუბი 2026 წლის პირველ იანვარს დატოვა.

მსგავსი