ფეხბურთი | გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, ვინც ტრანსფერებზე 2 მილიარდზე მეტი დახარჯა #1TVSPORT
ფეხბურთი | გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, ვინც ტრანსფერებზე 2 მილიარდზე მეტი დახარჯა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი პეპ გვარდიოლა პირველი მწვრთნელია ისტორიაში, რომელმაც 2 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა ტრანსფერებზე.

ამ ნიშნულს ესპანელმა სპეციალისტმა მას შემდეგ მიაღწია, რაც „მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა „ბორნმუთიდან“ 72 მილიონ ევროდ ანტუან სემენიოს შეძენის შესახებ.

ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა დიეგო სიმეონე, რომელმაც „ატლეტიკოში“ 1.22 მილიარდ ევროდ შეიძინა ფეხბურთელები. პირველ სამეულშია ანტონიო კონტე – მან თავის კარიერაში ოთხ კლუბში 1.19 მილიარდი ევრო დახარჯა.