ფეხბურთი | გურამ კაშიამ კონფერენს ლიგაზე „რაიო ვალეკანოს“ გაუტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მე-4 ტურში გურამ კაშია საუკეთესო იყო ბრატისლავის „სლოვანში“, რომელმაც შინ „რაიო ვალეკანო“ მიიღო და ჯგუფურ ეტაპზე პირველად მოიგო 2:1.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სლოვაკეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო და თამაშის მიმდინარეობისას, ცოცხალ რეიტინგში შეფასება 9.3 ქულაც ჰქონდა, საბოლოოდ კი 8,5 ქულა მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

კაშია „სლოვანში“ გამოჩეული იყო. ორჯერ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, 49-ე წუთზე კი ანგარიში გაათანაბრა. ბრატისლაველები სამ წუთში ალასანა ირაიანგის გოლით დაწინაურდნენ და საბოლოოდ 2:1 მოიგეს.

ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეამ“ შინ გერმანულ „მაინცს“ სძლია – 1:0. „ჯვაროსნების“ ცენტრალური ნახევარმცველი რუმინელების სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

პოზნანში „ლოზანა“ „ლეხს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. საქართელოს ნაკრების წევრი გაბრიელ სიგუა სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა.