ფეხბურთი | გულიაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა – „რასინგი“ ლა ლიგას მიუახლოვდა #1TVSPORT

20:27, 10.05.2026

გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგი“ ლა ლიგა 2-ში „ლეგანესს“ ესტუმრა, 2:1 დაამარცხა და ლა ლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

39-ე ტურის შეხვედრაში სტუმრებმა ანგარიში 26-ე წუთზე გუეიეს გოლით გახსნეს, საგოლე გადაცემა კი გულიაშვილმა მიითვალა. სულ მიმდინარე სეზონში ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

იური ტაბატაძის „კადისმა“ შინ ერთ-ერთ ლიდერთან, „დეპორტივოსთან“ 0:1 წააგო და გუნდი, რომელიც სტარტზე ლა ლიგაში გადასვლისთვის იბრძოდა, ახლა გავარდნის კანდიდატია.

სანტრანდერის „რასინგი“ კი 75 ქულით პირველ ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „დეპორტივოსა“ და „ალმერიას“ ოთხი ქულით ასწრებს.

მსგავსი