ფეხბურთი | გულიაშვილის „რასინგმა“ „ლეონესა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ისევ გაიტანა, მაგრამ გოლი არ ჩაუთვალეს. ამის მიუხედავად, სანტანდერის „რასინგმა“ გასვლაზე „კულტურალ ლეონესა“ 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა. გიორგიმ 28-ე წუთზე აიღო მასპინძელთა კარი, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირდა. ასევე მოხდა 46-ე წუთზეც.
ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 30 ტურის შემდეგ სანტანდერის „რასინგი“ 59 ქულით კვლავ გათამაშების ლიდერია და სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე კონკურენტ „ალმერიას“ 6 ქულით ასწრებს.