ფეხბურთი | გორის „დილის“ ერთ-ერთი ლიდერი კარიერას დანიაში გააგრძელებს #1TVSPORT
ფეხბურთი | გორის „დილის“ ერთ-ერთი ლიდერი კარიერას დანიაში გააგრძელებს #1TVSPORT

სირილ ედუძიმ გორის „დილა“ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ლეგიონერი კარიერას დანიის სუპერლიგის „რანდერსში“ გააგრძელებს.

19 წლის ნახევარმცველი განიდანაა. ის „დილას“ 2025 წლის იანვარში შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა,  ეროვნულ ლიგაში კი 3 გოლი და 6 ასისტი.

ედუძიმ „დილასთან“ ერთად მიმდინარე სეზონში საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო, ეროვნულ ლიგაში კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ განელი ფეხბურთელის ახალ კლუბში რამდენიმე წლის წინ საბა ლობჟანიძე თამაშობდა.

ამჟამად „რანდერსი“ დანიის სუპერლიგაში 18 ტურის შემდეგ მოპოვებული 19 ქულით მე-9 ადგილზეა.