ფეხბურთი | გორის „დილამ“ „სამტრედია“ დაამარცხა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა #1TVSPORT
ფეხბურთი | გორის „დილამ“ „სამტრედია“ დაამარცხა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში გორის „დილამ“ „სამტრედია“ სტუმრად 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. დამატებით დროში ანგარიში შეცვლაზე შესულმა ბოანსიმ გახსნა, მეორე გოლი შეყილაძემ გაიტანა და გორის „დილას“ ფინალის საგზური მოუტანა.

 


სამტრედია-დილა 0:0, დ.დ 0:2


გოლი: 0:1 ბოანსი (100). 0:2 შეყილაძე (120)

სამტრედია: ქურდაძე, აკნაზაროვი, ბარიოსი (57. სამურკასოვი), კორდერო, ელბაქიძე (103. გაუტო), კაკუბავა, გვიშიანი (57. კაპანაძე), მჭედლიშვილი, ჯუკიჩი (103. გ. გადრანი), ნოსეგბე-სუშკო (103. ამოაკო), კუტალია

დილა: კერესელიძე, კიკაბიძე, მენდეში, კონტე, ხლაიხალი (46. ბასინგა), ფარულავა (63. შეყილაძე), კოშტა, ანოფი (73. არუნა უატარა), ბუღრიძე (99. ბოანსი), ტიბუე, ილორი (99. ანდრონიკაშვილი).

გაფრთხილება: ხლაიხალი (23). სამურკასოვი (66). შეყილაძე (107). კუტალია (112).

არბიტრი. ი. კვირიკაშვილი.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში 31 ოქტომბერს თბილისის „იბერია“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.