ფეხბურთი | გორის „დილამ“ გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრებისა და „ბაიერნის“ ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მოთამაშე დაიმატა #1TVSPORT
ფეხბურთი | გორის „დილამ“ გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრებისა და „ბაიერნის“ ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მოთამაშე დაიმატა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ აღზრდილი და გერმანიის ასაკობრივი ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მამინ სანიანგი გორის „დილაში“ ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

23 წლის მარჯვენა ფლანგის შემტევ ნახევარმცველს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, იგი გერმანიისა და გამბიის მოქალაქეა. შესაბამისად, სხვადასხვა დროს ორივე ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავდა – თავდაპირველად გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს, შემდეგ კი გამბიის 21-წლამდელთა გუნდში ითამაშა.

სანიანგმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა „ჰაიდენჰაიმის“ აკადემიაში დაიწყო და თითქმის მთელი კარიერა გერმანიაში გაატარა. „ჰაიდენჰაიმიდან“ „ჰოფენჰაიმის“ აკადემიაში გადავიდა, შემდეგ კი მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდა და ჯერ 19-წლამდელთა გუნდში ითამაშა, შემდეგ კი – „ბაიერნის“ დუბლშემადგენლობაში.

„ბაიერნიდან“ სანიანგი „ჰანოვერში“ გადავიდა, ბოლოს კი პოლონურ „ტიხში“ თამაშობდა, საიდანაც გორის „დილას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.