ფეხბურთი | გორის „დილა“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში გორის „დილამ“ თბილისის „იბერია“ 3:1 დაამარცხა და თასის მფლობელი მეორედ გახდა.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში „დილამ“ ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა – ოთარ ფარულავას ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი თბილისელთა მცველს, გიორგი ჯგერენაიას მოხვდა და „იბერიის“ კარში შეგორდა.
48-ე წუთზე კიდევ ერთი ავტოგოლი გავიდა – შოთა შეყილაძის დარტყული ბურთი საკუთარ კარში დერეკ აგიაკვამ ჩაჭრა.
„იბერიამ“ სხვაობა 71-ე წუთზე გიორგი ჯგერენაიას მიერ გატანილი ბურთით შეამცირა. თბილისელებმა თამაშის გადასარჩენად დიდი ძალებით შეუტიეს, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს – 90-ე წუთზე გორელთა ლეგიონერმა, აბუბაქარ კონტემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და გორის „დილამ“ საქართველოს თასი მეორედ მოიპოვა.