ფეხბურთი | გოგლიჩიძისა და ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „დერბისთან“ მოიგო #1TVSPORT
ინგლისის ჩემპიონშიფში საბა გოგლიჩიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „დერბი ქაუნთი“ 2:0 დაამარცხა.
ინგლისის რანგით მეორე ლიგის 33-ე ტურის დაპირისპირება გოგლიჩიძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 86 წუთი ითამაშა, ხოლო ჩაკვეტაძე სათადარიგოებში იყო, მაგრამ 23-ე წუთზე მოედანზე ტრავმირებული მაამას ნაცვლად შევიდა და 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
„უოტფორდი“ მე-5 წუთზე ლუკა კერუმგორმა დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე მალელმა მამადუ დუმბიამ დააფიქსირა.
„უოტფორდი“ 48 ქულით მე-9 ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეიოფის ზონაში მყოფ გუნდებს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.