ფეხბურთი | გოგლიჩიძემ და კვერნაძემ იტალიაში ითამაშეს #1TVSPORT

19:06, 25.10.2025

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

სერია A-ში „უდინეზემ“ „ლეჩეს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, საბა გოგლიჩიძემ 90 წუთი ითამაშა და 6.7 ქულა დაიმსახურა.

„უდინეზეს“ რვა ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.

სერია B-ში „ფროზინონე“ სტუმრად „სამპდორიას “ შეხვდა, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. „ფროზინონეს“ შემადგენლობაში გიორგი კვერნაძე პირველივე წუთებიდან მოედანზე იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს – კვერნაძის თამაში 6.0 ქულით შეაფასეს.

„ფროზინონე“ სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, გუნდი სერია A-ში დასაბრუნებლად იბრძვის.

მსგავსი