ფეხბურთი | გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ გასვლაზე დამარცხდა - ზივზივაძე ისევ ტრავმირებულია #1TVSPORT
გერმანიის ბუნდესლიგაში სეზონი განახლდა – მართალია, სამი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო, მაგრამ ქართველების გუნდებმა ითამაშეს.
გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ „ფრაიბურგს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. სტუმრები იგებდნენ, მაგრამ 51-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ და ორი ბურთი გაუშვეს. საქართველოს ნაკრების მცველი სათადარიგო იყო და მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა.
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ კი „კიოლნს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 2:2. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს მუხლის ტრავმა აწუხებს და ჯერ მოედანზე დაბრუნებას ვერ ახერხებს.