ფეხბურთი | გიზი მამაგეიშვილმა „შტურმთან“ ერთად პირველად ივარჯიშა #1TVSPORT
ფეხბურთი | გიზი მამაგეიშვილმა „შტურმთან“ ერთად პირველად ივარჯიშა #1TVSPORT

ავსტრიის ჩემპიონი გრაცის „შტურმი“ მესენდორფში შეიკრიბა, 2026 წლისთვის მზადება ახალი მთავარი მწვრთნელის, ფაბიო ინგოლიჩის ხელმძღვანელობით დაიწყო, პირველ ვარჯიშში კი, ოთარ კიტეიშვილთან ერთად, გუნდის ახალწვეული, „იბერიის“ ყოფილი კაპიტანი გიზი მამაგეიშვილიც მონაწილეობდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„შტურმი“ თამაშებს მჭიდრო გრაფიკით გამართავს – 22 იანვარს ევროპა ლიგაზე „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება, პირველ თებერვალს ავსტრიის თასზე „ალტახს“ ეთამაშება, ხოლო ავსტრიის ბუნდესლიგაში 8 თებერვალს „რიდს“ შეხვდება.

„შტურმი“ მომავალ ოთხშაბათს ესპანეთში, მარბელაში შეკრებაზე გაემგზავრება და ევროპის ლიგის მატჩებისთვის მოემზადება. ავსტრიის ჩემპიონი ტესტმატჩებს „ბრიუგესა“ და „კოპენჰაგენთან“ გამართავს.