ფეხბურთი | გიზი მამაგეიშვილი - „შტურმში“ გადასვლით ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი იწყება #TVSPORT
ფეხბურთი | გიზი მამაგეიშვილი - „შტურმში“ გადასვლით ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი იწყება #TVSPORT

ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ნახევარმცველმა გიზი მამაგეიშვილმა საქართველოს პირველ არხთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც გრაცის „შტურმში“ გადასვლა გადაწყვიტა.

22 წლის მამაგეიშვილმა გასულ სეზონში 21-წლამდელთა შორის ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე ითამაშა, „იბერიის“ შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა, სეზონის ბოლოს კი ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველადაც აღიარეს და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

„ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, რომ კარიერა სასიკეთოდ წარმართოს. ვფიქრობ, გრაცის „შტურმში“ გადასვლით დიდი ნაბიჯი გადავდგი, ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი იწყება.

რატომ ავირჩიე „შტურმი“? რა თქმა უნდა, გუნდის ფაქტორიც იყო და ოთარ კიტეიშვილის სახელმაც იმოქმედა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ეს იყო ჩემი გუნდი და ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

ავსტრიელების დაინტერესების შესახებ რომ შევიტყვე, ოთარ კიტეიშვილს დავუკავშირდი და ყვლა დეტალი გამოვკითხე, რაც მაინტერესებდა. მასთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ არჩევანში არ ვცდებოდი“, – განაცხადა მამაგეიშვილმა.