ფეხბურთი | გიზი მამაგეიშვილი – შევეცდებით, თასის ფინალი მოვიგოთ და დუბლი შევასრულოთ #1TVSPORT

12:22, 08.12.2025

„იბერიის“ ჩემპიონობის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გუნდის კაპიტანმა, გიზი მამაგეიშვილმა გააკეთა. თბილისურმა გუნდმა ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „გაგრა“ 2:1 სწორედ მის მიერ გატანილი გადამწყვეტი გოლით დაამარცხა.

„ჩემპიონობით გახარებულები ვართ. ზაფხულიდან მოყოლებული შემადგენლობაში ისეთი რყევები მოხდა, რომ თითქმის შეუძლებელი შევძელით და შევინარჩუნეთ იმ გუნდის სახე, რომელიც პირველ ადგილზე წინა წელსაც გავიდა.

მიხარია, რომ ოქროს მედლები ზედიზედ მეორედ მოვიპოვეთ. ამავე დროს, შევეცდებით, გავაკეთოთ ის, რაც საქართველოში ბოლო 10 წელიწადში არავის მოუხერხებია და, ჩემპიონობასთან ერთად, საქართველოს თასიც მოვიპოვოთ“, – ამბობს გიზი მამაგეიშვილი.

10 დეკემბერს „იბერია“ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გორის „დილას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

მსგავსი