ფეხბურთი | გიორგი ზარიამ ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი ზარიამ ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

გიორგი ზარიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი შეხვედრა ჩაატარა ალმატის „კაირატის“ შემადგენლობაში, რომელიც დანიაში „კოპენჰაგენს“ ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა, როდესაც „კაირატი“ 0:2 აგებდა. 73-ე წუთზე ანგარიში „კოპენჰაგენის“ სასარგებლოდ 3:0 გახდა. 81-ე წუთზე ყაზახურმა გუნდმა პირველი გოლი გაიტანა, ხოლო 90-ე წუთზე გიორგი ზარიას გადაცემით თავი ოლჟას ბაიბეკმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ალმატის „კაირატს“ ამჟამად მხოლოდ ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში 35-ე ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას გუნდი ყაზახეთში „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ გამართავს.