ფეხბურთი | გიორგი ზარიამ ჩემპიონთა ლიგაზე „კაირათის“ შემადგენლობაში „პაფოსის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო მონაწილეობა #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი ზარიამ ჩემპიონთა ლიგაზე „კაირათის“ შემადგენლობაში „პაფოსის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო მონაწილეობა #1TVSPORT

ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ზარიას გუნდმა, ალმათის „კაირათმა“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე კვიპროსის „პაფოსთან“ ჩაატარა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი შეხვედრაში მეორე ნახევარში, 61-ე წუთზე ჩაერთო. გიორგი ზარიას ორი კარგი მომენტი ჰქონდა – ერთხელ მეკარემ აჯობა, ხოლო მეორედ ბურთი კარს ააცილა.

სამი ტურის შემდეგ ალმათის „კაირათს“ 1 ქულა აქვს. პირველ ტურში ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი ლისაბონის „სპორტინგთან“ დამარცხდა, ხოლო შემდეგ მადრიდის „რეალთან“ წააგო.

მომდევნო ტურის შეხვედრას გიორგი ზარიას გუნდი მილანის „ინტერთან“ 5 ნოემბერს გამართავს.