ფეხბურთი | გიორგი წიტაიშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი წიტაიშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა #1TVSPORT

საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა გიორგი წიტაიშვილმა, რომლის „მეცი“ „ბრესტს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

ლიგა 1-ის მე-13 ტურის შეხვედრაში წიტაიშვილი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი აბუაშვილი ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩა.

ბრესტმა“ ანგარიში სწრაფად, მე-2 წუთზე მბუპის გოლით გახსნა, რასაც სტუმრებმა მალევე უპასუხეს – მე-6 წუთზე „მეცის“ კონტრშეტევა წიტაიშვილმა დააგვირგვინა. მეორე ტაიმში გუნდებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს.

საბოლოოდ, „ბრესტმა“ 3:2 მოიგო, „მეცი“ კი 13 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-17 ადგილზეა.